ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამწუხარო ფაქტი გვაქვს. სამწუხაროდ, ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკული დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, დიპლომატიური სამსახურების წარმომადგნლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„შექმნილია ცხელი ხაზი, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.