ირაკლი ჩიქოვანი - საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით და მოიხსნება 23 მაისს
საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით და მოიხსნება 23 მაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ შეზღუდვაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საბჭოს ექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
„გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ 22 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საშუალება მოგვეცემა, დანარჩენი შეზღუდვებიც იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.