ირაკლი ჩიქოვანი - საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი პირბადითა და ხელთათმანით აღჭურვონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, ასევე ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.
„საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებული არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშუალებებით“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.