ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლებით
ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლებით

ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოში არის კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა.

„აქედან, ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი იმყოფება საყურადღებო, მძიმე მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია მათი ასაკიდან და ასევე, ქრონიკული დაავადებებიდან. დანარჩენ შემთხვევებში, გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლების მდგომარეობით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.