ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკოსები, რომელთაც არ აქვთ კონკრეტული შედეგის მიღწევის შესაძლებლობა, ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება ხმამაღალი განცხადებით მიიპყრონ
თამარ კორძაიას განცხადება არის აბსურდული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ლოგიკური იქნება, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ სანქციები გავრცელდეს“.
ჩიქოვანის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, ყურადღება ხმამაღალი განცხადებით მიიპყროს.
„პოლიტიკოსები, რომელთაც არ აქვთ კონკრეტული შედეგის მიღწევის შესაძლებლობა და ვერც წარმოუდგენიათ, როგორ გახადონ შინაარსიანი საკუთარი საქმიანობა, ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება ხმამაღალი განცხადებით მიიპყრონ. ვინც რაც არ უნდა გააჟღეროს, ეს არის აბსურდი და მას ვერანაირი შინაარსი ვერ ექნება, გარდა იმისა, რომ შეეცადონ ყურადღების მიქცევას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.