ირაკლი ჩიქოვანი - ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, არ გადავიხდიო და გადაიხადა, ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ნაკლებად საინტერესოა
ირაკლი ჩიქოვანი - ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, არ გადავიხდიო და გადაიხადა, ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ნაკლებად საინტერესოა

მოლოდინი მაქვს, რომ პროცესი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ჩართული, ექნება გარკვეული დესტრუქციული საბაბი და საფუძველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებასა და 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზე.

„ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, არ გადავიხდიო და გადაიხადა. ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ეს ნაკლებად საინტერესოა. ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პრაქტიკულად არ არსებობს საზღვარი, საზღვრები არის გადღაბნილი. ეს არის ობიექტური რეალობა. აქციის ჩატარება ყველას შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებულია ქვეყნის საბოტაჟით, ეს დაიწყო მაშინ, როცა ე.წ. საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს და ძირს უთხრიდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. მოლოდინი მაქვს, რომ პროცესი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ჩართული, მას ექნება გარკვეული დესტრუქციული საბაბი და საფუძველი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.