ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, მათი საარჩევნო კამპანიის წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ
„გაერთიანებული ოპოზიციის“ ბრალდებას, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ „ფეიკნიუსების“ კამპანიას აწარმოებს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა.
მისი თქმით, წარუმატებელი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მოიგონოს სხვადასხვა მიზეზი და მათი კამპანიის წარუმატებლობა სხვას გადააბრალოს.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, მურთაზ ზოდელავამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხელისუფლება „ფეიკნიუსების“ კამპანიას აწარმოებს. ზოდელავამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 30 ადამიანმა დატოვა.