ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ და გარეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ და გარეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოში, დღეისათვის, ინფიცირების 54 დადასტურებული ფაქტია, თუმცა სასიამოვნოა, რომ ვირუსისგან რვა ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
„შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით, მათ სამედიცინო დაწესებულება დატოვეს. საქართველოს სახელით საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სახლში დავრჩეთ, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან, რადგან ამ მოქმედებით დავიცავთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენ გარშემო მყოფებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.