ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა თვითდესტრუქცია შეწყვიტოს, მიიღოს საკვები, გაითვალისწინოს ექიმების დანიშნულება
ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა თვითდესტრუქცია შეწყვიტოს, მიიღოს საკვები, გაითვალისწინოს ექიმების დანიშნულება

ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითდაზიანება, რომელსაც ეწევა. სამწუხაროდ, მის ირგვლივ, მათ შორის, მისი ოჯახი ამას ხელს უწყობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა რომ მიიღოს საკვები, გაითვალისწინოს ექიმების დანიშნულება, ჯანმრთელობის პრობლემები არ ექნება.

„საექიმო დასკვნებში ნამდვილად ვერ ჩავერევი, რადგან ამის კვალიფიკაცია არ მაქვს, მაგრამ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საკმარის კალორაჟს არ იღებს და რომ მიიღოს შესაბამისი საკვები და სამედიცინო დახმარება, მას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თვითდესტრუქცია შეწყვიტოს. მთავარი პრობლემაა, რომ თვითდესტრუქციას ეწევა. მან რომ მიიღოს საკვები, გაითვალისწინოს ექიმების დანიშნულება, ეს პრობლემები არ ექნება. ვხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, ამ კამპანიაში, ცდილობენ, ადამიანები ამყოფონ. მას უნდა ურჩიონ, რომ თვითდესტრუქცია შეწყვიტოს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.