ირაკლი ჩიქოვანი - მივესალმები, რომ ოპოზიციამ ჩაიხედა რეგლამენტში და საკუთარი ფუნქციები აღმოაჩინა, რადგან პარლამენტია მთავარი პოლიტიკური ორგანო
ბოლო კვირების განმავლობაში ოპოზიციის მობილიზაციას ვხედავთ, დაიწყეს მინისტრის საათების მოსმენა, კანონპროექტების განხილვებში მონაწილეობა. ამას მივესალმებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, კარგია, თუ ოპოზიციამ გაიგო, რომ მთავარი პოლიტიკური ორგანო არის პარლამენტი.
„როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩაიხედეს რეგლამენტში და საკუთარი ფუნქციები აღმოაჩინეს. კარგია, რომ ამ ყველაფერზე დაფიქრდნენ. ნამდვილად დაგვიანებულია, მაგრამ მაინც კარგია, რადგან მთავარი პოლიტიკური ორგანო პარლამენტია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.