ირაკლი ჩიქოვანი - გიორგი გახარიასა და დიმიტრი რაზუმკოვის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ირაკლი ჩიქოვანი - გიორგი გახარიასა და დიმიტრი რაზუმკოვის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

უკრაინის უმაღლესი რადა-ს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, რომელიც გვაქვს, როგორც საერთო პრობლემებთან გამკლავების, ასევე, ევროპული ინტეგრაციის კუთხით პოზიტიური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის ორმხრივი ნაწილი. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. ჩვენ პირველი შეხვედრა გავმართეთ უმაღლესი რადა-ს თავმჯდომარესთან, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, მეგობრობას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. საუბარი შეეხო ასევე შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, რომელიც გვაქვს საერთო პრობლემების გამკლავების, ასევე პოზიტიური გამოცდილების თვალსაზრისით, როგორიც არის ოკუპაცია და ასევე, ევროპული ინტეგრაცია. შეხვედრა იყო პოზიტიური. ასევე, გეტყვით იმას, რომ შედგება შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. გაიმართება შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში გვექნება რამდენიმე ღონისძიება, სადაც პატივს მივაგებთ უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ასევე, გოლოდომორისა და ზეციური ასეულის მემორიალს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.