ირაკლი ჩიქოვანი - გახსნილად გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, რათა ყველას დავანახოთ, ეს არის ყველა სუბიექტის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობს
მზად ვართ, ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი იმ პირებთან და სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც მონაწილეობენ აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფორმირებას უკეთებენ პოლიტიკას, იღებენ გადაწყვეტილებებს.
„წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ საქართველოს და გერმანიას აქვს ძალიან მდგრადი და ახლო ურთიერთობები, რომლებიც ძალიან ბევრ ასპექტს ითვალისწინებს. ეს ურთიერთობები და მეგობრობა არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთში ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება განსხვავებული პოზიცია გვქონდეს. განსხვავებულ პოზიციასთან მიმართებაშიც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ვართ მზად, ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, რათა ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი იმ პირებთან და სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც მონაწილეობენ აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფორმირებას უკეთებენ პოლიტიკას, იღებენ გადაწყვეტილებებს და როდესაც ასეთი მაღალი სტანდარტი არსებობს და, მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორისა და კონკრეტული სუბიექტების მხრიდან არ არის მზაობა, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დაინერგოს, ეს არის ნამდვილად გასაკვირი. არავის არ უნდა უკვირდეს, მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილია ყოველწლიური დეკლარირების აუცილებლობა, რომ ეს რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ვინმეს საქმიანობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი დემოკრატიული საზოგადოების“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.