ირაკლი ჩიქოვანი - გაერო-ს რეზოლუციის მიღებით, სახელმწიფოებმა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს
ირაკლი ჩიქოვანი - გაერო-ს რეზოლუციის მიღებით, სახელმწიფოებმა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს

სახელმწიფოებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, – ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ამასთან, როგორც ჩიქოვანი აცხადებს, 2008 წელს ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობა პირადადაც აქვს მიღებული.

,,გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოსთან ერთად ამ ინიცირების ავტორი 54 ქვეყანაა. ამაყი ვარ, რომ 2008 წელს პირადად მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ამით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. ჩვენ ყოველდღიურად, მშვიდობითა და შრომით მივიწევთ წინ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით საბოლოო მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.