ირაკლი ჩიქოვანი Faireconomics-ის სტატიაზე - ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება არის ყველაზე გამორჩეული, თვალსაჩინო და მისაბაძი
ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება არის ყველაზე გამორჩეული, თვალსაჩინო და მისაბაძი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას საერთაშორისო მედიაში უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა გერმანულ Faireconomics-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს წარმატებაზე წერს.
ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითს.
„კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მსოფლიომ სოლიდარობის არაერთი მაგალითი ნახა. საერთაშორისო მედია აგრძელებს ამ მაგალითების შესწავლას. ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება არის ყველაზე გამორჩეული, თვალსაჩინო და მისაბაძი. ამ ყველაფერს უკვე მოჰყვა უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო მედიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გერმანული Faireconomics-ის სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, პანდემიასთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი თანხა გაიღო თავისი ქვეყნისთვის. სტატიაში ასევე საუბარი ეხება იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი მრავალი ათწლეულის განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს თავისი ქველმოქმედებით, ამასთანავე მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურული იდენტობის დაცვის საქმეში.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.