ირაკლი ჩიქოვანი - დღევანდელი შეკრება მნიშვნელოვანია, 2012 წლიდან მოყოლებული, აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, რამაც მოგვცა საშუალება, ქვეყანა განვითარების გზაზე დაგვეყენებინა
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, რამაც მოგვცა საშუალება, ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ამაღელვებელია ამხელა მხარდაჭერა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა. პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ აქ ხართ, დიდი მადლობა იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. გამარჯვება, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს თავისუფალი, მშვიდობიანი განვითარება, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ევროპულ ოჯახში ცხოვრება.
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, არ იქნებოდა არც 2012 და არც ერთი სხვა გამარჯვება, რომ არა თქვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.