ირაკლი ჩიქოვანი - დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის კეზერაშვილის კრიმინალური ფული, მერაბიშვილისა და ადეიშვილის იდეოლოგია
ირაკლი ჩიქოვანი - დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის კეზერაშვილის კრიმინალური ფული, მერაბიშვილისა და ადეიშვილის იდეოლოგია

დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ არაფერს ნიშნავს, არც ხაბეიშვილი, არც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური საბჭოს წევრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის დავით კეზერაშვილის კრიმინალური ფული, ვანო მერაბიშვილისა და ადეიშვილის იდეოლოგია.

„ისინი პირდაპირ ეუბნებიან საკუთარ მოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ზუსტად იმავე მმართველობას გააგრძელებენ, რა მმართველობაც მათ ჰქონდათ, ვიდრე იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ საქართველოს პოლიტიკაში ცდილობს შემოსვლას კრიმინალური ფული, ფული, რომელიც თავის დროზე საქართველოში არაკეთილსინდისიერი გზებით იშოვა დავით კეზერაშვილმა და ფული, რომელიც მან ასევე იშოვა ევროპელი პენსიონერების თაღლითური მოტყუებით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.