ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს შედეგი დადმდგარიყო
საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს შედეგი დადმდგარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენმა ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ყველას დაანახა, რომ არის ძალიან სწრაფი და შედეგიანი რეფორმების გამტარებელი.
„ის, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიცია მომავალი მშვიდობიანი საქართველოს განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პირდაპირ ხელს გვიშლის და საბოტაჟს უწყობს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს მაინც აქვს წარმატებული შედეგები და ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
გზავნილი არის ერთი, რომ საქართველო ევროკავშირის სახელმწიფოა და საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. ევროპული სახელმწიფოს მომავალი ევროკავშირშია“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.