საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხალ სობარნას უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს.
ამასთან, უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას.