ირაკლი ჩიქოვანი - ბოლო ორი დღის განმავლობაში StopCoV ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა
ირაკლი ჩიქოვანი - ბოლო ორი დღის განმავლობაში StopCoV ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა

ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთად. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.