ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.
ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები.
დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.