ირაკლი ბერაია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მიმართულებებს შევეხეთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი.