ირაკლი ბერაია - ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში, საკუთარი გადაწყვეტილებებითა და საკუთარი ნაბიჯებით
ბატონმა ბიძინამ დაამკვიდრა უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, საკუთარი გადაწყვეტილებებითა და საკუთარი ნაბიჯებით. ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, საკმაოდ არგუმენტირებულად ასაბუთებს მის წერილში, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„რამდენიმე დეტალს გამოვყოფდი, ის საუბრობს, რომ დღეს ქვეყანა დგას სწრაფი განვითარების შეუქცევად გზაზე. სადაც ჩვენ სწრაფი ტემპებით მივიწევთ ევროპულო და ევროატლანტიკური სივრცისკენ. სადაც ქართილი დემოკრატია მტკიცდება და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვერაფერი ვერ შეაფერხებს. მმართველი გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და შესაბამისად, ჩვენს გუნდს დღეს შეუძლია ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანა და ამბიციური, დემოკრატიული დღის წესრიგის გაგრძელება, რონელიც ჩვენ 2012 წელს ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით დავიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე: „ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს“, ბერაიამ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის შიგნით მსჯელობა გაიმართება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება მსჯელობა პარტიის შიგნით. პოლიტსაბჭოშიც. ეს გადაწყვეტილება თვითონ პარტიამ უნდა მიიღოს, როდესაც ის კონკრეტულ კანდიდატს ყრილობაზე დაამტკიცებს. ვინ იქნება მმართველი პარტიის ლიდერი, ამას თავის დროზე საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.