ირაკლი ბენდელიანი - თბილისის ბაგა-ბაღებში შეცვლილია არა საკვების რაოდენობა, არამედ კალორაჟი
დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღებში შეცვლილია არა საკვების რაოდენობა, არამედ კალორაჟი.
როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, მენიუს ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით და ემყარება ექსპერტულ შეფასებებს.
„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის. მენიუს შემადგენლობაა შეცვლილი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პირობების შესაბამისად. კონკრეტულ ფაქტს თუ გვეტყვით, სადაც პროდუქტი არასაკმარისი იყო, დავავალებთ შესაბამის მონიტორინგის ჯგუფს და მოვიკვლევთ. დღეს არსებული კალორაჟი 1292 კალორიას შეადგენს, რომლის შესაბამისად არის მენიუ შედგენილი. კალორაჟი დაკორექტირებულია. აქ არ არის საუბარი, რომ აქამდე 100 გრამ ხორცს ვაძლევდით და ახლა ვაძლევთ 80 გრამს. მენიუში ცვლილება არის გამოწვეული ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. მენიუც ბაღების მართვის სააგენტოს რომელიმე თანამშრომლის მიერ არ არის შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი მენიუ”, – განაცხადა ბენდელიანმა.