ირაკლი აბესაძე - უკანონო ბორდერიზაცია რუსეთისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან არც ახალია და არც გასაკვირი
უკანონო ბორდერიზაცია არც რუსეთის და არც მისი მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან არც ახალია და არც გასაკვირი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამუშაოების განაახლეს საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი დუმილი ამ საკითხებზე.
„გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის გაგრძელება. გასაკვირია ლავროვის ცინიკური განცხადებები, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე ფენების აღდგენაზე იყო საუბარი და არა ბორდერიზაციის შეწყვეტაზე. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, შემდგომ საშუალებას აძლევს მარიონეტულ რეჟიმებს და რუსეთის ფედერაციას, იმოქმედოს უფრო თამამად, უფრო თავხედურად და კიდევ უფრო უხეშად დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის ნორმები საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება მეტი აქტიურობა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ უსაფრთხოების უფრო მეტი პრევენციული ღონისძიების გატარება და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აქტიურად ამ პრობლემის მიწოდება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
„ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.