ირაკლი აბესაძე - სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ნაკლებად მოსალოდნელია
“ევროპული საქართველოს” ერთ- ერთის ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა აშკარად და ცხადად მიმდინარეობს.
“სამწუხაროდ, ახლა უკრაინაში ძალიან აშკარად და ცხადად მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის პროცესი. ეს პროცესი თავის დროზე საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი ქვეყნიდან პოლიტიკურ დევნილად კიდეც აქცია. ამიტომ თეორიულად შესაძლებელია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. თუმცა, რეალურად როგორც ჩანს, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს პოლიტიკური დევნა დასრულდება და პოლიტიკოსებს შორის შეჯიბრი მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში, პოლიტიკური მეთოდებით გაიმართება”, – განაცხადა აბესაძემ.