ირაკლი აბესაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი, ეს ხსნის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პროცესი აღდგეს და გაგრძელდეს
მნიშვნელოვანია, ბოლომდე შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შემდეგ უკვე ოპოზიციაც გადავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, უცნაურია პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო რატომ იმართლეს თავს „ქართული ოცნების“ გუნდი და ვისზეა ეს გათვლილი.
„უცნაურია, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ, თუმცა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სიტუაციაში უნდა ყოფილიყო მიღებული და რომელსაც ელოდა როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. შესაბამისი იყო გამოხმაურებაც, როდესაც მიესალმნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე შესრულდეს შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შემდეგ უკვე ოპოზიციაც გადავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე. ცალსახად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ხსნის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პროცესი აღდგეს და გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა.