ირაკლი აბესაძე - გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას პრემიერთან გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა
ირაკლი აბესაძე - გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას პრემიერთან გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა

კარგად გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას პრემიერ-მინისტრთან გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში გამოჩნდება რა იყო ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი.

„ქობულიას გადაყენება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგებას შესაძლებელია უჩა მამაცაშვილი თუ ივანიშვილის გარემოცვა და ოჯახის წევრები სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ. ქობულიას გათავისუფლების მიზეზი, რომ არ იყო სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა, ეს ცალსახაა. როგორც ჩანს, ამის უკანაც ივანიშვილის ვიწრო ოჯახური ინტერესები იმალება და ახლო მომავალში სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა აბესაძემ.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა. ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.