ირაკლი აბესაძე - ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს
ირაკლი აბესაძე - ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს

პარტია „ევროპული საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და შეთანხმების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა ოპოზიციური პარტიები გადაერთონ საარჩევნო პროცესზე.

„მაჟორიტარულ ოლქებზე პარტიების შეთანხმება არის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, ივანიშვილის პირველივე ტურში დასამარცხებლად. თბილისში უახლოეს დღეებში დასრულდება ეს მოლაპარაკებები და ევროპული საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სწრაფადვე დასრულდეს მოლაპარაკებები საქართველოში სხვა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, რათა ოპოზიციური პარტიები გადავერთოთ აქტიურ მუშაობაზე ადგილზე ამომრჩეველთან, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროცესის“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.