იქმნება მთავრობის ცხელი ხაზი, რომელიც უფასო იქნება და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე გაუწევს კოორდინაციას
იქმნება მთავრობის ცხელი ხაზი, რომელიც უფასო იქნება და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე გაუწევს კოორდინაციას

საქართველოს მთავრობა ქმნის ცხელს ხაზს, რომელიც უფასო იქნება და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე გაუწევს კოორდინაციას.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ცხელი ხაზის ნომერი იქნება – 144.

„მინდა, გითხრათ, რომ თქვენც, ჟურნალისტებს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნომრით – 144, რათა მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა მუშაობაში. საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან, ხოლო სპეციალური საკარანტინო ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ქუჩაში გადაადგილების აკრძალვას დაიწყება 21:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 06:00 საათამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კარანტინის რეჟიმი საქართველოში დღეს, დილის 08:00 საათიდან შედის ძალაში.