იოვიტა ნელიუპშიენე - ლიეტუვისთვის გაფართოება გარდაუვალი საკითხია, რაც უფრო დიდი იქნება ევროკავშირი, მით უკეთესი
ლიეტუვისთვის გაფართოება გარდაუვალი საკითხია, რაც უფრო დიდი იქნება ევროკავშირი, მით უკეთესი, რადგან ამას უფრო მეტი გეოპოლიტიკურ გავლენა, უსაფრთხოება და საბაზრო შესაძლებლობები მოაქვს ევროკავშირისთვის და მეტი სტაბილურობა – ჩვენი რეგიონისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეოს მინისტრის მოადგილემ, იოვიტა ნელიუპშიენემ განაცხადა.
როგორც იოვიტა ნელიუპშიენემ ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირმა უნდა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება წელს და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.
„იმისთვის, რომ ევროკავშირი გაიზარდოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლოდინის რეჟიმი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის პრაქტიკად ვაქციოთ, ვინაიდან კანონის უზენაესობის აღსრულება და მისი შესაბამისობა ევროპულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი ამოცანა ევროკავშირის დონეზე, რათა უზრუნველყოთ, რომ მზად ვართ გაფართოებისთვის, მაგრამ არ უნდა ჩავიძიროთ დაუსრულებელ ინსტიტუციონალურ დებატებში, არამედ რეალურად შევხედოთ, თუ როგორ შეგვიძლია ადაპტირება ჩვენი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის პოლიტიკის, რადგან ეს იქნება გზა ჩვენი კიდევ უფრო მტკიცე კავშირისკენ. ჩვენ უნდა მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება წელს და დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან“, – განაცხადა იოვიტა ნელიუპშიენემ.