იოსებ ბლიაძის „სამი საფეხური“ ყირგიზეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია
რეჟისორ იოსებ ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი საფეხური“ ყირგიზეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,
ფესტივალის მთავარი პრიზი იოსებ (სოსო) ბლიაძეს საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი საფეხური“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი პროექტია, რომელიც 13 წლის მარიამის შესახებ მოგვითხრობს. მარიამი სიღარიბესთან ერთად უმკლავდება გარდატეხის ასაკს და მუდმივ შიშს, რომ მამამისი მას ფულის გამო უღალატებს.
ფილმის პრემიერა 2017 წლის იანვარში, International Film Festival Rotterdam-ზე შედგა.