იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხად, აშშ-მა სირიის და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო
იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხად, აშშ-მა სირიის და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო.
„როიტერი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიასა და ერაყში ავიაიერიშების სამიზნე ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ და მასთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტებია.
გამოცემა „ალ ჰადატის“ ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო დაბომბვა ერაყ-სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქების, აბუ ქამალის და ალ-ყაიმის რაიონებში ხორციელდება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის არის სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრები, ასევე იარაღის საწყობები.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის მიერ მხარდამჭერი 13 მებრძოლი დაიღუპა.