იორდანიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.
ჰანი ფავზი ალ-მულკიმ გადადგომის გადაწყვეტილება მეფე აბდულასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
იორდანიის მეფემ პრემიერ-მინისტრად ომარ ალ-რაზაზი დანიშნა.
მკაცრი ეკონომიკურ ზომების გამო, მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციასთან და იორდანიის სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების თანახმად, იორდანიის მთავრობამ შემოსავლების გადასახადის კანონპროექტი წარადგინა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იორადანიაში პურზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე ფასები იზრდებოდა. მთავრობის კანონპროექტი დასაქმებულებისთვის გადასახადის ზრდას 5%-ით, კომპანიებისთვის 20-40%-ით ითვალისიწინებდა. Economist Intelligence Unit-მა იორდანიის დედაქალაქი არაბულ სამყაროში ერთ-ერთ ძვირ ადგილად შეაფასა.