იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელმა მამაკაცმა ისრაელის ექვსი მოქალაქე დაჭრა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელმა მამაკაცმა ისრაელის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და ექვსი მათგანი დაჭრა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ებრაული დასახლების მახლობლად, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.
სროლის შედეგად დაჭრილი ერთი ქალის ჯამრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელი მამაკაცი მოძრავი ავტომობილიდან ისროდა. ისრაელის სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მან მიმალვა შეძლო.
ეჭვმიტანილს ისრაელის პოლიცია ამ დრომდე ეძებს.