იოჰანეს ჰანი - სერბეთი ევროკავშირს შესაძლოა, 2025 წელს შეუერთდეს, თუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას ორი წლით ადრე შეძლებს
სერბეთი ევროკავშირს შესაძლოა, 2025 წელს შეუერთდეს, თუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას ორი წლით ადრე შეძლებს, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
„კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამ პროცესზე, ვადა ამბიციურია, თუმცა უნდა განვაცხადო, რომ თუ ყველა მაქსიმუმს გააკეთებს და ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, ეს განხორციელებადია“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისრის განმარტებით, 2025 წელს გაერთიანებაში შესასვლელად აუცილებელია 2023 წლამდე ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დასრულება, რის შემდეგაც წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.