ადმინისტრაციულ საზღვარზე სამხრეთ ოსეთთან წერტილები, რომელიც ბორდერიზაციისთვის აქტუალური ხდება, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ეჭვებისა და რაიმე დამატებითი აზრების გარეშე, მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამხრეთ ოსეთთან ეს წერტილები, რომელიც ბორდერიზაციისთვის აქტუალური ხდება, ჩვენთვის მიუღებელია. კონსტრუქციული ჩართულობა, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის მონაწილეობით, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი. მიმდინარე გამოწვევების ფონზე, ეს საკითხები აქტუალურია. ხალხი, რომელიც ორივე მხარეს ცხოვრობს, ითვალისწინებს იმ ინიციატივებს, რომელიც თქვენ მიერ ხორციელდება საჯარო მომსახურების კუთხით, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ხალხის ინტერესებშია, რომ ყველა ეს შესაძლებლობა არსებობდეს და ქმედითად იყოს გამოყენებული, რომ ჯანდაცვის სფეროში და სხვა საჯარო მომსახურების სფეროში მათ სარგებელი მიიღონ. მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს აქვს გარკვეული საჭიროებები, ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაში და იმედს ვიტოვებ, ეს მდგომარეობა გამოსწორდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ევროკომისარმა.