იოჰანეს ჰანი - ევროკავშირს სჭირდება კანონმდებლობაში ცვლილებები, რომ ტექნიკურად შესაძლებელი გახდეს უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის 2023 წლის იანვრისთვის მიწოდება
ევროკავშირს სჭირდება კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება, რომ ტექნიკურად შესაძლებელი გახდეს უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ახალი, 18-მილიარდიანი პაკეტის 2023 წლის იანვრისთვის მიწოდება, – ამის შესახებ ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
მაკროსაფინანსური დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას ეტაპობრივად გადასცემენ. დაფინანსება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას მოხმარდება.
„იმისათვის, რომ პირველი თანხები უკვე იანვარში გადაირიცხოს, საჭიროა ცვლილებები კანონმდებლობაში. ამიტომ, მოგიწოდებთ, სწრაფად მიიღოთ, ეს გადაწყვეტილებები. გამოხმაურებები, რომელიც ფინანსთა მინისტრებისა და ევროპარლამენტის შეხვედრაზე მოვისმინეთ, მოწმობენ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ეჭვები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, გადალახვადია“, – განაცხადა ჰანმა.