იოჰანეს ჰანი - ევროინტეგრაციის გზაზე, ბელგრადის პრობლემა მხოლოდ ტერიტორიული დავა არ არის
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ბელგრადის პრობლემა მხოლოდ კოსოვოსთან ტერიტორიული დავა არ არის.
ეს განცხადება ჰანმა ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არსებობს ბევრი სხვა საკითხიც“,- განაცხადა ჰანმა პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიამ 6 თებერვალს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც იმ საკითხებზეა საუბარი, რაც ბალკანეთის ქვეყნებს ევროინტეგრაციაში დაეხმარება.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის თქმით კი იმისთვის, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანაში ის რეფორმები უნდა გატარდეს, რომლებიც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.