იოჰანეს ბო - ყველაზე ცუდი ტრასა, რომელიც ოდესმე შემხვედრია
იოჰანეს ბო - ყველაზე ცუდი ტრასა, რომელიც ოდესმე შემხვედრია

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ განაცხადა, რომ შოკირებულია ტრასის მდგომარეობით, რომელზეც მსოფლიო თასის მერვე ეტაპი, 14-18 თებერვალს უნდა გაიმართოს.

25 წლის სპორტსმენმა დაამატა,რომ ესეთ პირობებში ასპარეზობა ბიატლონისტებისთვის კარგი გამოცდა იქნება. „პირველ წრეზე სრულიად შოკირებული ვიყავი“. ეს ყველაზე ცუდი ტრასაა, რაც კი მინახავს.მეორე წრეზე ცოტა უკეთესად ვიგრძენი თავი, პირველი უბრალოდ საშინელება იყო. ეს ტრასა ვფიქრობ, რომ ბიორდალენისთვის მისაღები იქნებოდა, რბოლები აქ ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს შესანიშნავი გამოცდაა“, – მოყავს ბოს სიტყვები „ენერკეის“ (NRK).

შეგახსენებთ, რომ ბო მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას ლიდერობს 896 ქულით.