ბიატლონში 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იოჰანეს ბო ნორვეგიის ჩემპიონატს გამოტოვებს. ტუნირი 5 და 6 იანვარს ოლეში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემლობა NRK ავრცელებს.
25 წლის სპორტსმენს იანვრის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის კარგად მომზადება სურს. ტურნირს 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ტირილ ეკხოფიც გამოაკლდება. შეგახსენებთ, რომ იოჰანეს ბო მსოფლიო ეტაპის საერთო ჩათვლას ლიდერობს. მის ანგარიშზე 428 ქულაა.