იოჰანეს ბო ჩრდილოეთ ამერიკის მსოფლიო თასის ეტაპებზე იასპარეზებს | ბიატლონი
იოჰანეს ბო ჩრდილოეთ ამერიკის მსოფლიო თასის ეტაპებზე იასპარეზებს | ბიატლონი

ცნობილი გახდა ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მსოფლიო თასის ეტაპებზე გაემგზავრება. ნორვეგიის ბიატლონისტთა კავშირის ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ ამერიკაში და კანადაში, გუნდის ლიდერი, 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, იოჰანეს ბო გაემგზავრება.

კაცები – ლარს ბირკელანიერლენ ბენტეგორდი, იოჰანეს ბო, იოჰანეს დეილი, ბეტლ კრისტიანსენი, ჰენდრიკ აბე-ლუნი.

ქალები – ტირილ ეკჰოფი, ემილი კალკენბერგი, თეკლა ბრიუნ-ლი, მარტა ოლსბუ როისელანისიუნევ სოლემდალი, ინგრიდ ტანრევოლი.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის კაცთა ნაკრები მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს 4397 ქულით. ქალთა ნაკრები კი მესამეა – 3891 ქულა. მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპი 4-10 თებერვალს კანადაში, ხოლო მერვე ეტაპი, 11-17 თებერვალს ამერიკაში გაიმართება.