იოავ გალანტის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ისრაელში ათიათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს
იოავ გალანტის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ისრაელში ათიათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს

იოავ გალანტის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ისრაელის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს.

დემონსტრაციები იმართება თელ ავივში, ჰაიფაში, ნეთანიასა და ბერშებაში. მომიტინგეები უკმაყოფილებას გამოხატავენ ისრაელის თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრანტებს შორის არიან ანტისამთავრობო ჯგუფები და ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახები.

თელ ავივში მომიტინგეებმა აიალონის ავტომაგისტრალზე ცეცხლი დაანთეს და მოძრაობა გადაკეტეს. მედიის ინფორმაციით, პოლიციელები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საცხოვრებელ სახლთან, ასევე, თავდაცვის ძალების შტაბბინასთან, რომელიც თელ ავივში მდებარეობს.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი შეცვლის.