იოავ გალანტი - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ ხან იუნისიდან „ჰამასის“ მებრძოლები გააძევეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ ხან იუნისიდან „ჰამასის“ მებრძოლები გააძევეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ხან იუნისში ოპერაცია პროგრესირებს და შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში. ომის შეჩერება მოითხოვს გამძლეობას და მონდომებას. ჩვენ უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე არ დავასრულებთ ჩვენს მისიებს. ეს ბევრად უფრო რთულია „ჰამასისთვის“, დამიჯერეთ. მათ არ აქვთ იარაღი, არ აქვთ საბრძოლო მასალა, მათ ჰყავთ 10 000 განადგურებული ტერორისტი და კიდევ 10 000 ტერორისტი, რომლებიც დაჭრილები არიან. ეს არის სერიოზული დარტყმა, რომელიც ანადგურებს მათ შესაძლებლობებს“,- განაცხადა გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების ქმედებები აახლოებს მძევლების დაბრუნებას, რადგან „ჰამასს“ „მხოლოდ ძალა ესმის”.