იოავ გალანტი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მძევლებთან დაკავშირებით ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდება
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მძევლებთან დაკავშირებით ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდება, – ამის შესახებ გალანტმა ისრაელის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ბაზაზე სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლებში დაბრუნებას. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ, ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ 45-დღიანი კამპანიის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, როდესაც არ მიფიქრია მძევლებზე“, – განაცხადა გალანტმა.
შეგახსენებთ, ამ საღამოს ისრაელის სამხედრო კაბინეტი მძევლების გათავისუფლების გარიგების განსახილველად იკრიბება.