იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ირანს ძალიან მალე უპასუხებს, პასუხი კი ზუსტი და მომაკვდინებელი იქნება
იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ირანს ძალიან მალე უპასუხებს, პასუხი კი ზუსტი და მომაკვდინებელი იქნება

ისრაელი ირანს ძალიან მალე უპასუხებს, ეს პასუხი კი ზუსტი და მომაკვდინებელი იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტმა მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ისრაელის მხრიდან ირანის თავდასხმაზე საპასუხო დარტყმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.

„ეს იქნება ზუსტი და მომაკვდინებელი პასუხი“, – განაცხადა გალანტმა.

ცნობისთვის, ორი კვირის წინ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. სამხედრო ობიექტებთან ერთად მასირებული იერიშების სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილიც.