იოავ გალანტი - საბრძოლო მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია
საბრძოლო მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში, ვაშინგტონში ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ისრაელისთვის აშშ-ის საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.
„შეხვედრების დროს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, აღმოიფხვრა დაბრკოლებები და გადაიჭრა ბარიერები, რათა წინ წაგვეწია სხვადასხვა საკითხები, უფრო კონკრეტულად, საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხი“, – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.
ამასთან, გალანტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან განიხილა ირანის საკითხი და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო მათი თანამშრომლობის მნიშვნელობას „ირანის აგრესიასა და მის ბირთვულ ამბიციებთან მიმართებაში“.