იოახიმ ლიოვი ნაკრებში ჰუმელსისა და მიულერის დაბრუნებაზე ალაპარაკდა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კომენტარი გაუკეთა თავისი გუნდის მარცხს მაკედონიასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. გერმანელები ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ტურნირზე პირველად დამარცხდნენ საკუთარ მოედანზე.
„ჩვენი იმედგაცრუება დიდია. უბრალოდ, დავიღალეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ძალიან ნელა ვთამაშობდით.
მოწინააღმდეგე ძალიან ღრმად იცავდა თავს და ჩვენ ამას ვერაფერი დავუპირისპირეთ. საერთო ჯამში, ეს დიდი იმედგაცრუება იყო.
უნდა ველოდოთ თუ არა ნაკრებში ჰუმელსისა და მიულერის დაბრუნებას. დღეს ამ კითხვაზე პასუხი შეუძლებელია. გადაწყვეტილებას მაისში მივიღებთ“, – თქვა ლიოვმა.