გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა აღნიშნა, რომ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგაც დარჩება. გრინდელის სიტყვებით, ლიოვის მომავალი არ არის დამოკიდებული რუსეთში მიმდინარე ტურნირის შედეგებზე.
“ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელებდით კონტრაქტს ლიოვთან 2022 წლის ზაფხულამდე, – მოჰყავს სააგენტო AFP-ს გრინდელის სიტყვები. – მასზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება გუნდის გარდაქმნის პროცესს, რომელიც გარდაუვალი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ”.