ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ ჩაატარა კვლევები და გამოიკვეთა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ფრანგული კომპანიის კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველია სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მარშრუტები.
„2016-2017 წლებში ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარდა კვლევები და გამოიკვეთა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. კვლევის შედეგების მიხედვით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მარშრუტები. უნდა დავიწყოთ მუშაობა, რათა განისაზღვროს ყველაზე საინტერესო მარშრუტი და მომზადდეს შესაბამისი პროექტი“, – განაცხადა კალაძემ.