ინვესტიციები მშენებლობასა და ენერგეტიკაში 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობასა და ენერგეტიკაში 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მშენებლობაში ინვესტიციამ 116.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო წლებში ამაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის მესამე კვარტალში იყო, როდესაც ინვესტიციამ 183 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ენერგეტიკას, 2017 წლის ივლისი-სექტემბერში ინვესტიციამ 72,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 2014 წლის მეორე კვარტალის შემდეგ, როდესაც სექტორში 79 მილიონი დოლარი ჩაიდო.
წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ინვესტიცია შემცირებულია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების სექტორებში; საფინანსო სექტორში, სასტუმროებისა და რესტორნების, სამთომოპოვებით მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის დარგებში კი გაზრდილია.